თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

დავით უსუფაშვილი თავისუფალი დემოკრატების ყრილობას დაესწრება

დღეს, თავისუფალი დემოკრატების ყრილობას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრება.

უსუფაშვილის თქმით მისი მისვლით თუ არ მისვლით დასკვნების გაკეთება არ შეიძება და ის იქ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ისე მიდის.

"არ ველი, რომ ირაკლი ალასანია ყრილობაზე რამე ისეთს იტყვის, რომ მერე საქართველო გაბრწყინდება. ყრილობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ირაკლი ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი 2 წლის წინ დატოვა. ახლა პარტიას გადაწყვეტილი აქვს, რომ იგი პარტიის ლიდერობას უბრუნდება. მივალ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან კოლეგები არიან. ჩემი მისვლით თუ არ მისვლით არავის შორსმიმავალი დასკვნების გაკეთებას არ ვურჩევ, რომ ან თუ არ მივედი, გაბუტული ვარ ვინმესთან, ან თუ მივედი სხვაზე მეტად ვარ გაბუტული და ა.შ.", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 15 საათზე ფილარმონიაში თავისუფალი დემოკრატების ყრილობა გაიმართება.

ყრილობაზე თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაბრუნდება.

 პარტიის ლიდერისა ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავისუფალი დემოკრატების ყრილობა საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება.

კომენტარები