საქართველოს პარლამენტი

ინაშვილი მელიაზე: მე ვარ ქალი და მე კაცზე ხელს არასდროს არ ავწევ

მე მივედი ბატონ მელიასთან, ვინაიდან მიკროფონიდან არ ისმენდა, რას ვეუბნებოდი, რომ მოეცა ჩემთვის საშუალება, ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის, გაჩუმებულიყო, დამშვიდებულიყო და მოეცა ჩემთვის ჩემი განცხადების გაკეთების საშუალება.

ამას ვეუბნებოდი ბატონ მელიას და როცა ვითხარი - "გამოდი გარეთ", ვეპატიჟებოდი, სიმართლე გითხრათ, ჩემს კაბინეტში, ამ შენობაში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა მასთან საუბარი, სულ ეს იყო. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მე ვარ ქალი და მე კაცზე ხელს არასდროს არ ავწევ

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი "იმედის" ეთერში, პლენარულ სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ირმა ინაშვილი დარბაზშიც ჩავიდა ნიკა მელიასთან, რაშიც მანდატურები ჩაერივნენ. "ერთხელ ჩხუბი ჯობია, მე მგონი და ყველას უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა თქვენ, კრიმინალები ესენი" - ასე მიმართა ირმა ინაშვილმა ოპოზიციის წევრებს ნიკა მელიასთან დაპირისპირების შემდეგ.

კომენტარები