საქართველოს პრეზიდენტი

მელია: ზურაბიშვილმა თქვა - "მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი"

მან თქვა, რომ "მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი და ძალიან გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ და არც მე შეგაწუხებთ". რეალურად, ეს იყო. მან თქვა - "არ მაინტერესებს არაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. არ მაინტერესებს, რა ხდება სასამართლო სისტემაში. არ მაინტერესებს, რა ხდება უკრაინაში, არ მივულოცავ უკრაინელებს, კონფლიქტი არის მმართველ გუნდში? არ მაინტერესებს". 

რატომ არ მაინტერესებს? იმიტომ, რომ მე ვარ ფრანგი პენსიონერიო, ხალხნო, და მეცით პატივი, როგორც ფრანგ პენსიონერსო

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტის პრესკონფერენციის შესახებ.

კომენტარები