გოგა ძველაიას საქმე

გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას მშობლები დაკითხეს

netgazeti.ge

ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას მშობლები ქუთაისის საოლქო პროკურატურამ დაკითხა. პროცესი ორ  საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

ძველაიას მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ პატიმარს თავი არ მოუკლავს. ისინი ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გარდაცვლილის დაკრძალვას არ აპირებენ. 

როგორც გარდაცვლილის მამამ,  თენგიზ ძველაიამ განაცხადა, გოგას თითის ძვალი დამტრვეული ჰქონდა და რკინა ედო, რის გამოც მარჯვენა ხელი პარალიზებული ქონდა. მას ძალიან გაუჭირდებოდა ერთი ხელით თოკის გაკეთება და თავის ჩამოხრჩობა.  

ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი გოგა ძველაია 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, 16 წლის პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი ქურდობის ბრალდებით, მეორედ დააკავეს. 16 წლის ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს და ის თანხის გადახდის შემდეგ უნდა გაეთავისუფლებინათ. ძველაია საპატიმროში ერთი დღის მიყვანილი იყო

კომენტარები