კიბერთავდასხმა საქართველოზე

МИД კიბერშეტევაზე: დასანანია, რომ საქართველომ გასული წლის კრიზისისგან გაკვეთილი ვერ მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: РИА Новости

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დასანანია, რომ საქართველომ გასული წლის კრიზისისგან გაკვეთილი ვერ ისწავლა. 

"ამ დადგმული ინფორმაციის უსაფუძვლობა და პოლიტიკურად მოტივირებულობა ნათელია. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები საქართველოს ელექტრონულ ქსელებში ჩაერივნენ და ვერც იარსებებს. 

ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვების სინქრონიზებული პროპაგანდისტული აქცია. 4 თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა იმას, რომ რუსეთი ამ ინციდენტის წყაროდ დასახელებულიყო. ყველა ბრალდება ისევ და ისევ გამოიხატება სიტყვათ-შეთანხმებით "highly likely" [მეტად სავარაუდოა]. 

დასანანია, რომ თვით საქართველოშიც არ სურთ, უარი თქვან რუსეთის დემონიზების ხაზზე, რომ გასული წლის კრიზისისგან გაკვეთილი მიიღონ. ეს ყველაფერი დამატებით ართულებს ისედაც არამარტივ ორმხრივ ურთიერთობას,"- წერია განცხადებაში. 

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული.  

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის კიბერთავდაცის მხრივ.

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს და რუსეთის ქმედებები დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიტვამ, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა და დანიის სამეფომ.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები