რუსული კიბერთავდასხმა

უკრაინა რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს

0 კომენტარი

უკრაინა რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა კვლავ დაარღვია და უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები. უკრაინის პოზიცია რჩევა ურყევი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, საერთაშორისო საზოგადოებას კი მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა იმ პირების და სახელმწიფოების დასასჯელად, ვინც დაგეგმა და განახორციელა კიბერშეტევა.

"უკრაინა უერთდება საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან რუსეთის ქმედებების დაგმობაში. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და და უგულებელყო პრინციპები. უკრაინის პოზიცია ურყევია და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

2015 წლიდან რუსეთის ფედერაციამ უკრაინის სამთავრობო ინსტიტუტების წინააღმდეგ არაერთი მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წინააღმდეგ, რაც აგრესიული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ცინიკურია რუსეთის მცდელობები, საერთაშორისო პლატფორმებზე კიბერსივრცის მშვიდობიანი გამოყენების შესახებ ისაუბროს. უკრაინა მხარს უჭერს მათ, ვინც კიბერშეტევის მსხვერპლი და ობიექტია.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს ყველა ზომა, რაღა გამოვლინდნენ და დაისაჯონ ის პირები და სახელმწიფოები, რომლებიც გეგმავს და აფინანსებს უკანონო ქმედებებს გლობალურ კიბერსივრცეში", - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. გაითიშა ასობით ვებ გვერდი, საიტებზე წაშლილი იყო შინაარსი, ჩნდებოდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "მე დავბრუნდები".

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა.

გამოძიება საქართველომ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად ჩაატარეს.

საქართველოზე კიბერთავდასხმა დაგმეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ნიდერლანდების სამეფომ, ნორვეგიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, დაინიამ, ასევე, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები